გიორგი მარგველაშვილი გონიოში იმ ადგილზე იმყოფებოდა, სადაც ზღვაში დაკარგულ ორ ქართველ ჯარისკაცს ამ დრომდე უშედეგოდ ეძებენ.
გიორგი მარგველაშვილმა ადგილზე შეკრებილი დაკარგული ჯარისკაცების ოჯახის წევრებს თანადგომა გამოუცხადა და დახმარება აღუთქვა.
„მძიმე წუთებია ყველა სამხედროსთვის, მოვედი რომ თანადგომა გამოვხატო“, – განაცხადა პრეზიდენტმა.
პრეზიდენტი გონიოში აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძესთან ერთად იმყოფებოდა. გიორგი მარგველაშვილი თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს ესაუბრა და ჩატარებულ სამძებრო-სამაშველო ღონისძიებებზე ინფორმაცია მოისმინა
საქართველოს პრეზიდენტი დაკარგული ჯარისკაცების სამძებრო-სამაშველო ღონისძიებებს გონიოში გაეცნო
17/08/2016