საქართველოს პრეზიდენტი მონტენეგროს პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა

04/07/2016

საქართველოს პრეზიდენტი მონტენეგროს პარლამენტის თავმჯდომარე დარკო პაიოვიჩს შეხვდა, რომელიც საქართველოს ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის მუშაობაში მონაწილეობის მიზნით ეწვია.
გიორგი მარგველაშვილმა მონტენეგროს კიდევ ერთხელ მიულოცა NATO-ში გაწევრიანების მიწვევის მიღება და გლობალური უსაფრთხოების დაცვის მიმართულებით გაწეულ მუშაობაში წარმატებები უსურვა.
მხარეება ისაუბრეს იმ საერთო საკითხებზე, რომელიც საქართველოსა და მონტენეგროს დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობის გზაზე გააჩნია.
როგორც ქართულმა მხარემ განაცხადა, საქართველოსთვის მნიშვნელოვანია, ევროინტეგრაციის პროცესში მონტენეგროს ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციული პროცესების გამოცდილების გაზიარება.
მონტენეგრო მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს როგორც ნატო-ში ინტეგრაციის ასევე, ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებში.
საუბარი ასევე შეეხო საქართველო-რუსეთის ურთიერთობას და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას.
შეხვედრისას განიხილეს საქართველოს დელეგაციის ვარშავის სამიტისათვის მზადების საკითხი და საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მიმდინარეობა.
შეხვედრას ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი,საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე, პოლიტიკური მდივანი ფიქრია ჩიხრაძე და საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0