საქართველოს პრეზიდენტი ევროკავშირის სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა

25/05/2016

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშილი ევროკავშირის სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს, გენერალ მიხაილ კოსტარიკოსს შეხვდა, რომელიც თბილისში, თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში იმყოფება.
ევროკავშირის სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარემ საქართველოს პრეზიდენტს და ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის 25 წლისთავი მიულოცა.
ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურაში საქართველოს წვლილი, მალიში და ცენტრალურ აფრიკაში საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში ქართული დანაყოფების მონაწილობა და საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის როლი, ეს იმ საკითხების არასრული ჩამონათვალია, რომელიც პრეზიდენტის სასახლეში გამართულ დახურულ შეხვედრაზე განიხილეს.
გენერალმა კიდევ ერთხელ დაუჭირა მხარი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ხაზგასმით აღნიშნა, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საქართველოში მუშაობის მნიშვნელობა.
შეხვედრას ეროვნული უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე ირინე იმერლიშვილი და საქართველოს პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე ესწრებოდნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0