საქართველოს პრეზიდენტი სტამბოლში კოტ დივუარის პრემიერმინისტრს შეხვდა

23/05/2016

საქართველოს პრეზიდენტი სტამბოლში მსოფლიო ჰუმანიტარული სამიტის ფარგლებში კოტ დივუარის პრემიერმინისტრ დანიელ კაბლან დუნკანს შეხვდა.
მხარეებმა ქვეყნებს შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობები განიხილეს და თანამშრომლობის დღის წესრიგის გაფართოებასთან დაკავშირებით მზადყოფნა გამოთქვეს.
შეხვედრისას მხარეებმა მსოფლიოში არსებულ ტერორიზმის საფრთხეებზეც გაამახვილეს ყურადღება.

„დღეს საქართველოს პრეზიდენტი გამართავს შეხვედრას თურქეთის პრეზიდენტთან, ბატონ ერდოღანთან და ასევე, სამიტის ფარგლებში დაგეგმილია რამდენიმე ორმხრივი შეხვედრა, მათ შორის, გაერო-ს გენერალური ასამბლეის პრეზიდენტთან.
დღეს და ხვალ სამიტის ფარგლებში პრეზიდენტი მიიღებს მონაწილეობას მრგვალი მაგიდის ფორმატში გასამართ შეხვედრებზე, საკითხები შეეხება კონფლიქტებს, კონფლიქტების პრევენციას და იძულებით გადაადგილებულ პირთა პრობლემებს”, – განაცხადა პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0