საქართველოს პრეზიდენტი პატრიარქს დაბადების დღეს ულოცავს

04/01/2016

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პატრიარქს დაბადების დღეს ულოცავს.

„თქვენო უწმინდესობავ, გულითადად გილოცავთ დაბადების დღეს!

ბედნიერებაა, როდესაც ერს ჰყავს ისეთი სულიერი წინამძღოლი, როგორიც თქვენ ბრძანდებით.

თქვენი მრავალწლიანი, დაუღალავი მოღვაწეობა გზამკვლევია შინაგანი სრულქმნის გზაზე თქვენი მრევლისათვის.

თქვენი პირადი ღვაწლი უახლესი ისტორიის ყველაზე დრამატულ მომენტებში გვეხმარებოდა განსაცდელთაგან გაძლიერებულნი გამოვსულიყავით და მეტი შემართებით გაგვეგრძელებინა სწრაფვა უკეთესი მომავლისაკენ.

კვლავაც დღეგრძელობას, ჯანმრთელობასა და მხნეობას გისურვებთ საქართველოსა და თქვენი სამწყსოს საკეთილდღეოდ.

ღმერთი გფარავდეთ თქვენ და ჩვენ ქვეყანას!“, – აღნიშნავს გიორგი მარგველაშვილი.

4 იანვარი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II–ის დაბადების დღეა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0