საქართველოს პრეზიდენტი, ყოველწლიური მოხსენებით პარლამენტში 14 მარტს წარდგება

09/03/2022

პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით, 2022 წლის 14 მარტს პარლამენტის პლენარული სხდომა გაიმართება, სადაც ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე საქართველოს პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებას მოისმენენ.

„ჩვენ გვქონდა კონსულტაცია საქართველოს პრეზიდენტთან და პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან, შეთანხმებული პოზიციაა, რომ პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენება გაიმართოს 14 მარტს, 12 საათზე. ეს არის სასესიო კვირა, თუმცა არ არის სხდომის დღე და ამიტომ ეს გადაწყვეტილება უნდა მიიღოს ბიურომ და ჩანიშნოს სხდომა“, – განაცხადა პარლამენტის ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0