ტალინში, ესტონეთის პრეზიდენტის სასახლეში, საქართველოს პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონიის ფარგლებში, შესრულდა საქართველოს და ესტონეთის სახელმწიფო ჰიმნები, პრეზიდენტებმა პატივი მიაგეს სამხედრო დროშას და ერთმანეთს ოფიციალური დელეგაციები წარუდგინეს. საქართველოს ოფიციალური დელეგაციის წევრები არიან: საქართველოს ელჩი ესტონეთის რესპუბლიკაში თეა ახვლედიანი, პარლამენტის წევრი ნინო წილოსანი, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ნათია სულავა, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხეილ ნინუა, საგარეო საქმეთა ევროპული დეპარტამენტის დირექტორი ნინო ბარათაშვილი და პრეზიდენტის მრჩეველი ქეთევან თათოშვილი.
დახვედრის ოფიციალური ცერემონიის შემდეგ, პრეზიდენტებმა პირისპირ და დელეგაციების თანხლებით, გაფართოებული შეხვედრა გამართეს.
საქართველოს პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა
16/05/2019