პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებს, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინპექტორს შეხვდა.
„კანონპროექტის ანალიზი შესაბამის უწყებებთან კონსულტაციების გარეშე შეუძლებელია.
ჩვენ შევხვდით მათ, რათა შევისწავლოთ რას ფიქრობენ ამ კანონპროექტზე, როგორ მუშაობს დღეს ეს ოპერატიული სამძებრო მოქმედებების სისტემა და რა შეიცვლება ამ სისტემაში ახალი კანონპროექტით, ამის შემდეგ კი, ჩვენ საკუთარ პოზიციას მოვამზადებთ”, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ე.წ. მოსმენების შესახებ კანონპროექტის შესწავლა და შესაბამის უწყებებთან კონსულტაციები დაიწყო
06/02/2017