საქართველოს პრეზიდენტი შვეიცარიის კონფედერაციის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა

29/10/2019

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი შვეიცარიის კონფედერაციის პარლამენტის თავმჯდომარეს, მარინა კარობიო გუშეტის შეხვდა და შვეიცარიას რუსეთში საქართველოს ინტერესების წარმომადგენლობის ფუნქციის შესრულებისთვის, საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა.
​საქართველოს პრეზიდენტმა შვეიცარიის პარლამენტის თავმჯდომარეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარების შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა და ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებზე ისაუბრა.
საქართველო-შვეიცარიას შორის ჩამოყალიბებულ მეგობრულ, მჭიდრო და დინამიკურად მზარდ ურთიერთობების ფონზე, ხაზი გაესვა სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების საკითხში თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების მნიშვნელობას.
შეხვედრისას განიხილეს ასევე, საქართველოში არსებული საინვესტიციო გარემო და სხვადასხვა მიმართულებით შვეიცარიული, პირდაპირი ინვესტიციების განხორციელების შესაძლებლობები.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0