„საქართველოს პატენტრწმუნებულთა შესახებ“ კანონპროექტი პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო

Wednesday March 20th, 2024

Sorry, this entry is only available in Georgian. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს პარლამენტმა „საქართველოს პატენტრწმუნებულთა შესახებ“ კანონპროექტი პირველი მოსმენით, 74 ხმით მიიღო. კანონპროექტი პლენარულ სხდომაზე მთავრობის საპარლამენტო მდივანმა, ვახტანგ ბაჩიაშვილმა წარადგინა. მისი განცხადებით, აღნიშნული კანონპროექტი ინტელექტუალური საკუთრების სფეროში საქართველოს მთავრობისა და „საქპატენტის“ მიერ პარლამენტთან თანამშრომლობით განხორციელებული იმ რეფორმების გაგრძელებაა, რომლის შედეგადაც პატენტრწმუნებული, როგორც პროფესია, ცალკე საკანონმდებლო აქტით, დამოუკიდებელ რეგულირებას საჭიროებს. ვახტანგ ბაჩიაშვილის განმარტებით, კანონპროექტი პატენტრწმუნებულთა საქმიანობის, მათი ვალდებულებების, მუდმივი განვითარებისა და პასუხისმგებლობის საკითხების დარეგულირების მიზნით მომზადდა და საკანონმდებლო აქტით პატენტრწმუნებულთა საქმიანობასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული და სამართლებრივი ჩარჩო შეიქმნება.
კანონპროექტის თანახმად, ასევე შემუშავდება პატენტრწმუნებულთა საკვალიფიკაციო გამოცდის ახალი სტანდარტი, ხოლო პატენტრწმუნებულთა პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევა სავალდებულო გახდება. კანონმდებლობიდან გამომდინარე, შეიქმნება პატენტრწმუნებულთა ასოციაცია.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0