საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ეუთოს მოქმედ თავმჯდომარეს, მალტის საგარეო, ევროპულ საქმეთა და ვაჭრობის მინისტრს შეხვდა

Wednesday May 15th, 2024

Sorry, this entry is only available in Georgian. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ეუთოს მოქმედ თავმჯდომარეს, მალტის საგარეო, ევროპულ საქმეთა და ვაჭრობის მინისტრს იან ბორგს შეხვდა. პარლამენტის თავმჯდომარემ იან ბორგს მადლობა გადაუხადა ეუთოს მიერ საქართველოს განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის და ეუთოს ინსტიტუტებთან მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელების მზაობა დააფიქსირა. იან ბორგის განცხადებით, ეუთო მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, ასევე, რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონების არაღიარების პოლიტიკას. ​მხარეებმა ისაუბრეს საქართველო-ეუთოს ურთიერთობებზე, აგრეთვე, სამხრეთ კავკასიის რეგიონში მიმდინარე მოვლენებსა და საქართველოს, როგორც აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მედიატორის როლზე.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0