საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ და დეპუტატებმა უცნობი ჯარისკაცის საფლავი გვირგვინით შეამკეს

09/05/2019

„ფაშიზმი იყო ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბოროტება მსოფლიოს ისტორიაში. დღეს აღინიშნება ფაშიზმზე გამარჯვების დღე. პირველ რიგში, ეს დღე უნდა მივულოცოთ ჩვენს ვეტერანებს, ჩვენს გმირებს და პატივი უნდა მივაგოთ იმ ადამიანების ხსოვნას, რომლებმაც ფაშიზმის წინააღმდეგ ბრძოლას შესწირეს თავი”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ვაკის პარკში განაცხადა, სადაც დეპუტატებთან ერთად, უცნობი ჯარისკაცის საფლავი გვირგვინით შეამკო. ირაკლი კობახიძემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრებთან ერთად, დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო და ღონისძიებაზე შეკრებილ ვეტერანებსა და მათ ოჯახებს ფაშიზმზე გამარჯვების დღე კიდევ ერთხელ მიულოცა. 9 მაისს მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან 74 წელი შესრულდა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0