საქართველოს ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვია

24/03/2023

საქართველოს ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი ეწვია. გერმანიის საგარეო უწყების ხელძმღვანელს აეროპორტში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ხათუნა თოთლაძე დახვდა. ვიზიტის ფარგლებში, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი შეხვედრას გამართავს ქართველ კოლეგასთან ილია დარჩიაშვილთან. ანალენა ბერბოკი შეხვდება საქართველოს მთავრობის მეთაურს, ირაკლი ღარიბაშვილს და საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს. ის ასევე ეწვევა საოკუპაციო ხაზს და ადგილზე გაეცნობა არსებულ ვითარებას. აღსანიშნავია, რომ ეს არის გერმანიის საგარეო უწყების ხელძმღვანელის ანალენა ბერბოკის პირველი ოფიციალური ვიზიტი საქართველოში.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0