საქართველოს მხარეს სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება

16/07/2016

საქართველოს მხარეს სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება, – ამის შესახებ ჟურნალისტებს თურქეთში მიმდინარე მოვლენებზე კომენტირებისას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განუცხადა.მისივე განმარტებით,ჩრდილოაღმოსავლეთ თურქეთის ტერიტორიაზე ვითარება ამ ეტაპზე მშვიდია.

„ის რაც თურქეთში ხდება, საკმაო შეშფოთების საფუძველს ბადებს. იმედი გვაქვს, რომ მალე სიტუაცია მალე დაწყნარდება და ჩვეულებრივ კალაპოტს დაუბრუნდება, იქამდე კი, გეტყვით, რომ ჯერჯერობით საქართველოს მხარეზე არანაირი ინციდენტი არ ყოფილა. ჩრდილოაღმოსავლეთ თურქეთის ტერიტორიაზე ვითარება მშვიდია, ამიტომ არანაირი შეშფოთების საფუძველი არ გაგვაჩნია“, – განაცხადა კვირიკაშვილმა.
გიორგი კვირიკაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს საზღვრებზე კონტროლი გამკაცრებულია. კომუნიკაცია თურქეთის ხელისუფლებასან, პრემიერ-მინისტრის თქმით, ამ ეტაპზე „კავშირი შეუძლებელია“

„ვფიქრობ, უახლოეს მომავალში გამოჩნდება შემდგომი მოქმედების გზები“, – აღნიშნა კვირიკაშვილმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0