„საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ კანონპროექტი პარლამენტმა დაჩქარებული წესით პირველი მოსმენით მიიღო

13/12/2023

„საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ კანონპროექტით, 2024 წლის 1 ივლისიდან გაუქმდება საქართველოს მოქალაქის პირადობის ის მოქმედი არაელექტრონული მოწმობები რომლებიც 2011 წლის 28 ივლისამდეა გაცემული. კანონპროექტი პირველი მოსმენით პარლამენტის წევრმა, ფრიდონ ინჯიამ წარადგინა. მისი ინფორმაციით, აღნიშნული პირადობის მოწმობების მფლობელ პირებზე პირადობის იმავე მოწმობების სანაცვლოდ გაცემულ საქართველოს მოქალაქის პირადობის ახალ მოწმობებზე დაიტანება შესაბამისი პირის იგივე საიდენტიფიკაციო მონაცემები.მისივე თქმით, კანონპროექტი კონსულტაციების შედეგად მომზადდა და მას მრავალპარტიული მხარდაჭერა აქვს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0