საქართველოს მიერ მომზადებულ რეზოლუციის პროექტს რუსეთის წარმომადგენლების წინააღმდეგობა შეხვდება

03/07/2016

საქართველოს დელეგაციის მიერ მომზადებულ რეზოლუციის პროექტს რუსეთის წარმომადგენლების წინააღმდეგობა შეხვდება, მაგრამ ეს ის რეალობაა, რაც გაგვაჩნია, – ამის შესახებ გია ვოლსკიმ განაცხადა. მისი თქმით, რუსეთის დელეგაციას პროექტის ყველა პუნქტთან დაკავშირებით აქვს შენიშვნა და მიუღებლობა.

“თბილისში მიმდინარე საერთაშორისო ფორუმი თავისი მასშტაბითა და შემადგენლობით საგანგებო მნიშვნელობისაა. უნდა აღინიშნოს იმ საკითხებზე შეთანხმების მნიშვნელობა, რაზეც განხილვები მიმდინარეობს. ეს ის რეზოლუცია არ არის, რომელიც ხვალ და ზეგ შესრულებისთვის არის ჩამოყალიბებული, რომელსაც ასეთ წინააღმდეგობრივ საკითხებზე აუცილებლად მოჰყვება კონკრეტული ქმედებები, მაგრამ მნიშვნელობა აქვს სწორედ ამ ფორუმზე იმ შეხედულებების, მიდგომის, პოზიციის მყარად დაფიქსირებას, რომელსაც საერთაშორისო პოლიტიკურ ასპარეზზე ყოველთვის ექნება გამოყენება“, – აცხადებს ვოლსკი.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0