საქართველოს მთავარ პროკურატურაში მემორანდუმი გაფორმდა

18/08/2016

საქართველოს მთავარ პროკურატურასა და ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისს შორის (ODIHR) ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.
საქართველოს მთავარ პროკურატურაში გამართულ ღონისძიებას საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილე გიორგი გოგაძე დაესწრო.
ურთიერთგაგების მემორანდუმი პირველად საქართველოს პროკურატურაში სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებზე პროკურორთა ტრენინგის პროგრამის დანერგვას ითვალისწინებს. სასწავლო პროგრამით, რომელშიც ჩართული იქნება ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის კვალიფიციური პერსონალი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, სახალხო დამცველის აპარატის, ადგილობრივი არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები და პროკურატურის სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულიდან 24 პროკურორი დატრენინგდება, რომლებიც შემდგომში თავად განახორციელებენ კასკადურ ტრენინგებს. სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებზე კვალიფიკაციის ამაღლების შეუქცევადი პროცესი საქართველოს პროკურატურის ყველა სტრუქტურულ ერთეულს მოიცავს. ასევე, მოცემული პროგრამის სილაბუსით გათვალისწინებული საკითხები პროკურატურის სისტემის სტაჟიორებისთვის სავალდებულო ტრენინგების ნაწილი გახდება.
სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებზე პროკურორთა ტრენინგის პროგრამის დანერგვა წინგადადგმული ნაბიჯი იქნება მსგავსი კატეგორიის დანაშაულთა გამოვლენისა და გახსნის მაჩვენებლის ზრდის და მათზე დროული და ეფექტური რეაგირების თვალსაზრისით.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0