საქართველოს ირლანდიის რესპუბლიკის სენატის თავმჯდომარე ეწვევა

30/10/2017

30 ოქტომბერს, საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ირლანდიის რესპუბლიკის სენატის თავმჯდომარე, დენის ო’დონოვანი ეწვევა.ვიზიტის პირველ დღეს, 30 ოქტომბერს 14:00 საათზე ირლანდიელი სტუმარი პირველ შეხვედრას ქართველ კოლეგასთან, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, ირაკლი კობახიძესთან გამართავს. შეხვედრის შემდეგ საკანონმდებლო ორგანოს ხელმძღვანელები მედიისთვის ერთობლივ განცხადებას გააკეთებენ.
ვიზიტის ფარგლებში ირლანდიის რესპუბლიკის სენატის თავმჯდომარე და დელეგაციის წევრები საქართველოს პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილს, პრემიერ-მინისტრს, გიორგი კვირიკაშვილს, საგარეო საქმეთა მინისტრს, მიხეილ ჯანელიძეს და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, გიორგი გახარიას შეხვდებიან. დაგეგმილია შეხვედრა ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს გენერალურ მდივანთან, ზვიად ჭუმბურიძესთან.
ოფიციალური შეხვედრების პარალელურად ირლანდიის რესპუბლიკის სენატის თავმჯდომარე და დელეგაციის წევრები ადმინისტრაციულ საზღვარზე სოფელ ხურვალეთთან მდებარე მავთულხლართებს მოინახულებს.
ვიზიტის ფარგლებში სტუმრები საქართველოს ეროვნულ მუზეუმს, თბილისის, მცხეთის და სიღნაღის ღირსშესანიშნაობებს დაათვალიერებენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0