საქართველოს ინდუსტრიული განვითარების ჯგუფის წარმომადგენლებმა სტუმრებისთვის პრეზენტაციები გამართეს

24/05/2016

საქართველოში ვიზიტად მყოფი აზია-წყნარი ოკეანეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატების კონფედერაციის (CACCI) დელეგაცია საქართველოს სამთავრობო სტრუქტურების, ფონდების და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის საბჭოს წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრას საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე ესწრებოდა. საქართველოს ეროვნული სააგენტოს, თანაინვესტირების ფონდის, მეწარმეობის განვითარების სააგენტოსა და საქართველოს ინდუსტრიული განვითარების ჯგუფის წარმომადგენლებმა სტუმრებისთვის პრეზენტაციები გამართეს და ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობისა და ბიზნეს კლიმატის შესახებ ისაუბრეს.

CACCI-ის დელეგაცია თბილისს 22 მაისს ესტუმრა საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის მოწვევით. დელეგაციის შემადგენლობაში გარდა CACCI-ის ხელმძღვანელი პირებისა, ასევე იმყოფებიან ჰონგ კონგის, პაკისტანის, ბანგლადეშის და ჩინეთის სავაჭრო პალატების პრეზიდენტები, რომლებიც ამავე დროს მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლები არიან.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0