საქართველოს თავდაცვის მინისტრი თურქულ დელეგაციას შეხვდა

19/09/2016

საქართველოს თავდაცვის მინისტრი თურქულ დელეგაციას შეხვდა
საქართველოს თავდაცვის მინისტრი თურქეთის რესპუბლიკის სახმელეთო ჯარების სარდალს შეხვდა. ლევან იზორიას და ბრიგადის გენერლის, სალიჰ ზაქი ჩოლაქს შეხვედრა საქართველოს თავდაცვის სამინისტროში გაიმართა.
საქართველოს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა ბრიგადის გენერალ სალიჰ ზაქი ჩოლაქს თურქეთის რესპუბლიკის მრავალწლიანი პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
შეხვედრაზე მხარეებმა თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს. საუბარი ასევე შეეხო განათლების სფეროში აქტიურ თანამშრომლობას. შეხვედრის მონაწილეებმა მნიშვნელოვანი ყურადღება დაუთმეს თურქეთი-საქართველო-აზერბაიჯანის სამმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0