საქართველოს ვიზალიბერალიზაცია რა თქმა უნდა სიურპრიზი არ არის

10/03/2016

ევროკომისარი მიგრაციის საკითხებში დიმიტრის ავრომოპულოსი, ამ წუთებში საქართველოს ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით ბრიფინგს მართავს.

მისი თქმით, საქართველოს ვიზალიბერალიზაცია ზაფხულამდე ან ზაფხულის განმავლობაში ამოქმედდება.

შემოვდივართ წინადადებით,რომ საქართველო გადავიდეს იმ ქვეყნების სიაში,რომელთა მოქალაქეებს შეუძლიათ იმოგზაურონ ვიზის გარეშე შენგენის ქვეყნებში.რა რა თქმა უნდა, ეს  სიურპრიზი არ არის, ჩვენ უკვე გავეცით დადებითი შეფასებაშარშან დეკემბერში და ჩვენ დავადასტურეთ, რომ საქართველომ შეასრულა ყველაძირითადი ვალდებულება ვიზალიბერალიზაციის მოთხოვნით. ჩვენ გადავდგამთშემდგომ ნაბიჯს,  რომელიც გამომდინარეობს საქართველოს მთავრობის მიერგადადგმული ყველა ნაბიჯის შედეგად. ჩვენ გადავცემთ ამ წინადადებასევროპარლამენტს, სადაც იმედი გვაქვს, რომ დაადასტურებენ.

 

საქართველოს მოქალაქეებს, რომელთაც აქვთ ბიომეტრუილი პასპორტები, აღარდაჭირდებათ ვიზა შენგენის ქვეყნებში სამოგზაუროდ 90 დღის განმავლობაშიბიზნესის ტურისტული თუ საოჯახო საკითხების თვალსაზრისით” – განაცხადა ევროკომისარმა მიგრაციის საკითხებში.

ევროკომისიამ საქართველოს ვიზალიბერალიზაციის ინიციატივის ოფიციალური ტექსტი გამოაქვეყნა. აღნიშნული ინიციატივა ძალაში, ევროკომისიის წევრებისთვის წარდგენის, მათ მიერ განხილვისა და დამტკიცებიდან 20 დღის გასვლის შემდეგ შევა ძალაში.

სავიზო რეჟიმის გაუქმების შემთხვევაში, საქართველოს მოქალაქეები თავისუფლად იმოგზაურებენ შენგენის ზონაში და შენგენის 4 კანდიდატ ქვეყანაში – რუმინეთში, ბულგარეთში, ხორვატიასა და კვიპროსში, ასევე უვიზოდ მიმოსვლა შესაძლებელი იქნება ისლანდიასთან, ლიხტენშტეინთან, ნორვეგიასა და შვეიცარიასთან.

საქართველოს მოქალაქეებს ვიზა დასჭირდებათ დიდ ბრიტანეთსა და ირლანდიაში ჩასასვლელად.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0