„მე ოპტიმისტი ვარ. მიუხედავად იმ სირთულეებისა, რაც ამ მზა კანონპროექტების შემუშავების გზაზე შეგვხვდა. რთულ პროცესებში ვიმუშავეთ, როცა კანონპროექტებს ვამზადებდით. მე იმედი მაქვს, ეს ახალი კანონპროექტი თქვენ წინაშე ჩვენი მხრიდან მალე იქნება წარმოდგენილი და თქვენს მხარდაჭერას მიიღებს. ეს არის სწორედ ის მრავალჯერ ნანატრი და ყველასთვის სასურველი საქართველოს კანონის პროექტი შშმ პირებისა და მათი უფლებების შესახებ. თქვენ იცით, რომ ჩვენი ხელისუფლება იყო ის, ვინც რატიფიკაცია მოახდინა გაერო-ს კონვენციის, მაგრამ იქ არის ოქმები, ბევრი სხვა სერიოზული თემები და კანონპროექტი დღეს მზად არის. საქართველოს ექნება კანონი რომელიც მოაწესრიგებს შშმ პირების უფლებებს და უფრო მაღალ რანგში აიყვანს მათ დაცულობას“, − განაცხადა თეა წულუკიანმა დღეს მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების ფარგლებში საკომიტეტო მოსმენაზე გამოსვლისას.
საქართველოს ექნება კანონი რომელიც მოაწესრიგებს შშმ პირების უფლებებს და უფრო მაღალ რანგში აიყვანს მათ დაცულობას
13/07/2018