საქართველოს დელეგაციამ, გაერო-ს 46 სახელმწიფოს სახელით გააკეთა ერთობლივი განცხადება

29/09/2016

გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს მიმდინარე, 33-ე სესიის ფარგლებში საქართველოს დელეგაციამ, გაერო-ს 46 სახელმწიფოს სახელით გააკეთა ერთობლივი განცხადება, რომელშიც გამოთქმულია ღრმა შეშფოთება საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილი ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული მდგომარეობის გამო.
განცხადება ეყრდნობა გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის 2016 წლის 13 სექტემბრის განცხადებას და გამოხატავს ღრმა შეშფოთებას საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონებში კონტროლის განმახორციელებელი ძალის მიერ უმაღლესი კომისრის ოფისის წარმომადგენლების შესვლაზე სისტემატური უარის დაფიქსირების გამო.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0