საქართველოს და ყაზახეთის პრეზიდენტებმა ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის პოტენციალი განიხილეს

25/09/2019

ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტი ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს, კასიმ-ჯომარტ ტოკაიევიჩს შეხვდა. მხარეებმა პოლიტიკურ და ეკონომიკურ ურთიერთობებზე ისაუბრეს და ხაზგასმით აღნიშნეს, რომ მნიშვნელოვანია ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობების გააქტიურება. აღინიშნა გლობალური და რეგიონული პროექტების განხორციელების მნიშვნელობა. ყაზახეთის რესპუბლიკა საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია. საქართველოსთვის მნიშვნელოვანია ქვეყნის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის დივერსიფიკაცია და პრიორიტეტულია ყაზახეთის მხარესთან თანამშრომლობა.
მხარეებმა ასევე ისაუბრეს პროექტის ,ერთი სარტყლის“ შესახებ. შეხვედრისას განიხილეს საქართველოს ეკონომიკური პოტენციალი და ის შესაძლებლობები, რომელსაც მას აძლევს ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება (DCFTA), რომელიც ასოცირების შესახებ შეთანხმების უმნიშვნელოვანესი ნაწილია და ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0