საქართველოს ავიაბაზარზე ახალი ავიაკომპანია შემოდის

20/05/2016

მიმდინარე წლის ივნისიდან საქართველოში ახალი, ირანული ავიაკომპანია TABAN Airlines შემოდის. როგორც prof-news-ს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოდან აცნობეს, TABAN Airlines იწყებს ჩარტერული ფრენების განხორციელებას ირანსა და საქართველოს შორის შემდეგი მიმართულებებითა და სიხშირეებით: ისპაჰანი-თბილისი-ისპაჰანი – კვირაში 2 სიხშირით; თეირანი-თბილისი-თეირანი – კვირაში 2 სიხშირით; მაშადი-თბილისი-თაბრიზი – კვირაში 1 სიხშირე; თეირანი-ბათუმი-თეირანი – კვირაში 1 სიხშირით; თაბრიზი-ბათუმი-მაშადი – კვირაში 1 სიხშირით.
როგორც უწყებაში განმარტავენ, სააგენტომ ავიაკომპანიას ფრენების შესრულებისთვის აუცილებელი ნებართვა მიანიჭა. ”ავიაკომპანია TABAN Airlines-ის საქართველოს ავიაბაზარზე შემოსვლა დადებითად აისახება ტურისტული ნაკადებისა და მგზავრების რაოდენობის ზრდაზე, ვინაიდან აღნიშნული ფრენები ძირითადად ქვეყნის მიმართულებით ტურისტული ჯგუფების ტრანსპორტირებაზე იქნება ორიენტირებული”, – აცხადებენ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0