ქუვეითის სახელმწიფო ავიაკომპანია “Wataniya Airways“-ი საქართველოს მიმართულებით ფრენის სიხშირეს ზრდის. ზამთრის სანავიგაციო სეზონიდან, რომელიც ოქტომბრის ბოლო კვირას შედის ძალაში, ელ-ქუვეითი-თბილისი-ელ-ქუვეითის საჰაერო ხაზზე ავიაკომპანია რეგულარულ რეისებს კვირაში 3 სიხშირით, ყოველ სამშაბათს, პარასკევსა და კვირას შეასრულებს.„Wataniya Airways“-მა საქართველოს საავიაციო ბაზარზე ოპერირება მიმდინარე წლის ივლისში დაიწყო. ორი ქვეყნის დედაქალაქებს შორის ავიარეისები კვირაში 2 სიხშირით სრულდებოდა.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, რეგულარული რეისების გაზრდილი სიხშირით შესრულებისათვის აუცილებელი ნებართვა ავიაკომპანიას მიმდინარე
თვეში მიენიჭა.
საქართველოსა და ქუვეითს შორის საჰაერო მიმოსვლის სიხშირე იზრდება
24/10/2017