საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართა

29/09/2016

თბილისში გაიმართა ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციები საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის.
ქართულ მხარეს ხელმძღვანელობდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიგი გიგიაძე, ხოლო სომხეთის დელეგაციას – საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე შავარშ ქოჩარიანი.
პოლიტიკური კონსულტაციების ფარგლებში, მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და სომხეთს შორის ორმხრივი პოლიტიკური და სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების დღის წესრიგში არსებული საკითხები. ყურადღება გამახვილდა სატრანსპორტო, ენერგეტიკულ, განათლების, კულტურის და კულტურული მემკვიდრეობის სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავებაზე. ამასთანავე, მხარეებმა ხაზი გაუსვეს ორმხრივი სამართლებრივი ბაზის ინვენტარიზაციის აუცილებლობას.
მინისტრის მოადგილეებმა გაცვალეს ინფორმაცია აქტუალურ რეგიონულ და გლობალურ საკითხებთან დაკავშირებით და მიმოიხილეს საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში თანამშრომლობის გააქტიურების პერსპექტივები.
მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა, გაგრძელდეს ორმხრივი ვიზიტების და შეხვედრების აქტიური დინამიკა და ხელი შეუწყონ სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებას.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0