საქართველოსა და მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ორი ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის დღის წესრიგი განიხილეს

06/12/2019

დავით ზალკალიანის და აურელიო ჩიკოის შეხვედრა ეუთოს მინისტერიალის ფარგლებში გაიმართა. შეხვედრაზე მინისტრებმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს ორი ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის საკითხებს, კიდევ ერთხელ მიესალმნენ სამი ასოცირებული ქვეყნის – საქართველოს, მოლდოვას და უკრაინის მიერ ერთობლივი დეკლარაციის გაფორმებას, რომელიც მინისტრებმა ეუთოს მინისტერილის ფარგლებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს ჟოზე ბორელის გადასცეს.
მინისტრებმა კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატის სამომავლო ხედვის ფარგლებში ქვეყნების ინდივიდუალური მისწრაფებებისა და მიღწეული პროგრესის გათვალისწინების აუცილებლობას და აღნიშნეს, რომ ევროპული ინტეგრაციის გზაზე მნიშვნელოვანია მეტი ხელშესახები შედეგის მოტანა საზოგადოებისთვის.
დავით ზალკალიანმა მოლდოველ კოლეგას გააცნო საქართველოს ინიციატივები და ხედვები აღმოსვალეთ პარტნირობასთან დაკავშირებით. მინისტრებმა ასევე ისაუბრეს ორმხრივი ურთიერთობის საკითხებზე, განსაკუთრებით აღნიშნეს მაღალი ვიზიტების ინტენსიობის გაზრდის აუცილებელობა და ასევე ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0