საქართველოს პროკურატურის დელეგაცია საქართველოს მთავარი პროკურორის ირაკლი შოთაძის ხელმძღვანელობით სამუშაო ვიზიტით ლიტვის რესპუბლიკაში იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე ლიტვის რესპუბლიკის გენერალურ პროკურორს ევალდას პაშილისს, გენერალური პროკურორის მოადგილეებს მარგარიტა შნიუტიტე-დაუგელიენეს, დარიუს კარჩინსკასს და პროკურატურის სხვა წარმომადგენლებს შეხვდა. სამუშაო შეხვედრაზე უწყებებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის ფარგლებში, მხარეები საქართველო-ლიტვის პროკურატურებს შორის დანაშაულთან ბრძოლაში ერთმანეთს ინფორმაციებს და გამოცდილებას გაუზიარებენ. საქართველოს მთავარი პროკურატურის დელეგაციის წევრები ასევე გაეცნენ ლიტვის რესპუბლიკის პროკურატურის სტრუქტურას, რეგიონალურ პროკურორთა ფუნქციებს და ლიტვის მხარის გამოცდილებას კიბერდანაშულთან ბრძოლასა და სისხლისსამართლის წარმოებაში. საქართველოს პროკურატურის დელეგაციის სამუშაო ვიზიტი ლიტვის რესპუბლიკაში დღეს დასრულდება.
საქართველოსა და ლიტვის პროკურატურებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
28/07/2017