საქართველოსა და გერმანიას შორის ფინანსური თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება გაფორმდა

20/04/2016

საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში, ქალბატონმა ბეტინა კადენბახმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას საქართველოს მთავრობასა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის ფინანსური თანამშრომლობის შესახებ.
აღნიშნული დოკუმენტი წარმოადგენს ჩარჩო შეთანხმებას, რომელიც ითვალისწინებს საქართველოსათვის 140 მლნ ევროს ოდენობის ფინანსურ მხარდაჭერას შემდეგი პროექტების დასაფინანსებლად:
საფინანსო სექტორის მხარდაჭერა საქართველოში;
ნარჩენების კლიმატისთვის უსაფრთხო მართვა II;
ელექტროგადამცემი ქსელის გაფართოების ღია პროგრამა II;
აჭარის სოფლების წყლით მომარაგება და კანალიზაციის სისტემების მოწყობა.
ხელმოწერის ცერემონიალს დაესწრო გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) თბილისის ოფისის დირექტორი ლარს ოერმანი.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0