საქართველოსა და ბელარუსს შორის ბოლო ერთ წელიწადში სავაჭრო ურთიერთობები გაღრმავდა და ბრუნვა გაიზარდა. ჩვენ გვაქვს 24 პროცენტიანი ზრდა და ორივე მიმართულებით როგორც საქართველოდან ბელარუსის მხარეს, ისე პირიქით, ჩვენ ვხედავთ პოზიტიურ დინამიკას. ამავე დროს, 50 პროცენტით გაიზარდა საქართველოდან ბელარუსში. მთავრობათაშორისი კომისიის ჩატარება ეძღვნებოდა იმას, რომ რაც შეიძლება მეტი ახალი სამუშაო ადგილები შეიქმნას ორივე ქვეყანაში და შევძლოთ არსებული პოტენციალის გამოყენება. ეს პოტენციალი, რა თქმა უნდა, კერძო სექტორმა უნდა გამოიყენოს,“ – განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა საქართველო-ბელარუსის ეკონომიკური მთავრობათაშორისი კომისიის მეოთხე სხდომის წარმატებით დასრულების შემდეგ.
აღსანიშნავია, რომ, რომ თბილისსა და რეგიონებში გაიხსნა ბელარუსული მაღაზიები, რომელთაც „ბულბაში“ ჰქვიათ. ისინი დიდი პოპულარობით სარგებლობენ. ამავე დროს, დაგეგმილია მინსკშიც გახსნას ქართული ფორმატის მაღაზია, სადაც წარმოდგენილი იქნება საუკეთესო ქართული პროდუქცია და სუვენირები. ეს, ერთი მხრივ, არის მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ გაიზარდოს ჩვენი სავაჭრო ურთიერთობები და სავაჭრო ბრუნვა, მაგრამ ამავე დროს, ძალიან მნიშვნელოვანია უფრო მეტი ხარისხიანი პროდუქციის მიწოდება ბელარუსის ბაზარზე,“ – განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
საქართველოსა და ბელარუსს შორის ბოლო ერთ წელიწადში სავაჭრო ურთიერთობები გაღრმავდა
01/02/2018