ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის სხდომა გაიმართა, რომლის ფარგლებშიც საქართველომ საფრანგეთიდან მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეობა ოფიციალურად გადმოიბარა.
„თავმჯდომარე ქვეყნის რანგში, საქართველოს უნიკალური შესაძლებლობა ეძლევა თავისი წვლილი შეიტანოს ორგანიზაციის სამი ძირითადი ღირებულების – დემოკრატია, ადამიანის უფლებების და კანონის უზენაესობა – დაცვაში“ – განაცხადა მინისტრმა.