სოფლის მეურნეობის სამინისტროს 14 ივლისის მონაცემებით, საქართველოდან 3 367 ტონა ატამია ექსპორტირებული, ხოლო ადგილობრივ ბაზარზე, დაახლოებით 14 ათას ტონისს რეალიზაცია განხორციელდა.
როგორც prof-news-ს სამინისტროდან აცნობეს, კახეთის რეგიონში ატამს ,,ქართული ხილის კომპანია“ იბარებს, რომელსაც დღეში დაახლოებით 80 ტონამდე ატმისა და ვაშლატამას მიღება-დახარისხების შესაძლებლობა აქვს. გარდა აღნიშნული კომპანიისა, გახსნილია 20-მდე ატმის მიმღები პუნქტიც.
ატმის ექსპორტი, ძირითადად, რუსეთის ფედარაციაში (71%), აზერბაიჯანის რესპუბლიკაში (16%), ყაზახეთის რესპუბლიკაში (11%), ასევე სომხეთსა და უკრაინაში ხორციელდება.