საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა “საქართველოს საგადასახადო კოდექსში” ცვლილებას პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა

26/03/2024

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა “საქართველოს საგადასახადო კოდექსში” ცვლილებაზე იმსჯელა. კანონპროექტის ერთ-ერთი ინიციატორის, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის დავით სონღულაშვილის განმარტებით, კანონპროექტის მიზანია ადგილობრივი წარმოების დაცვა, არალეგალური სიგარეტის იმპორტის შემცირება, სექტორში კონკურენტუნარიანობის ზრდა და ადგილობრივი გადამამუშავებელი ინდუსტრიის განვითარების სტიმულირება.

„კანონპროექტით მცირდება აქციზის განაკვეთი თამბაქოს ნედლეულისა და “საგადასახადო კოდექსით” აღნიშნული თამბაქოს ნაწარმის სახეობაზე“, – განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

აქციზის განაკვეთი მცირდება თამბაქოს ნედლეულის, თამბაქოს ნარჩენების, ჩილიმით მოსაწევი თამბაქოს, „ჰომოგენიზებული“ ან „აღდგენილი“ თამბაქოს, საღეჭი ან საყნოსი თამბაქოს სახეობებზე.კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0