საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა 2024 წლის საბიუჯეტო განაცხადები განიხილა

24/05/2023

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის, ცენტრალური საარჩევნო კომისიის, პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს, სსიპ – პარლამენტის კვლევითი ცენტრის და პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის 2024 წლის საბიუჯეტო განაცხადები განიხილა. განაცხადების მიხედვით: სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ბიუჯეტი, საჯარო სამართლის იურიდიულის პირის ჩათვლით, შეადგენს 21 მილიონ 537 ათასს ლარს და ზრდა შეადგენს 1.1 პროცენტს; ცენტრალური საარჩევნო კომისიის ბიუჯეტი შეადგენს – 146 მილიონ 203 ათასს ლარს; პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს ბიუჯეტი – 645 ათას 400 ლარს, საიდანაც შრომის ანაზღაურება არის 390 ათასი ლარი; პარლამენტის კვლევითი ცენტრის ბიუჯეტი – 73 ათასს ლარს, ხოლო პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ბიუჯეტი – 12 მილიონ 4 ათასს 400 ლარს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0