საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე დეპუტატებმა „ბავშვის უფლებათა კოდექსში“ შესატანი ცვლილებები განიხილეს.
კანონპროექტის ავტორის, მიხეილ სარჯველაძის განმარტებით, მოხდება უწყებათაშორისი კოორდინაციის მექანიზმისა და ელექტრონული სისტემის და ამ პროცესში პერსონალური მონაცემების დაცვის დეტალური გაწერის ფუნქციის მთავრობაზე დელეგირება.
„მთავრობის მიერ ამ აქტების მიღების შემდეგ, შესაბამის უწყებებს კოორდინირებულად, ელექტრონული სისტემის მეშვეობით და ბავშვის პერსონალურ მონაცემთა მაქსიმალური დაცვით კოდექსის იმპლემენტაციის საშუალება ექნებათ“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.