საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „საბიუჯეტო კოდექსში“ ცვლილებებს მხარი დაუჭირა

15/02/2023

მუნიციპალიტეტის შემოსულობები მის ტერიტორიაზე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შესაბამისი მიწის განკარგვიდან ეტაპობრივად გაიზრდება. ამის შესაძლებლობას იძლევა კანონპროექტი „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, რომელიც მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივას წარმოადგენს. აღნიშნული კანონპროექტი საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე პირველი მოსმენით, ზოგადი პრინციპების დონეზე განიხილა. კანონპროექტი სხდომაზე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანმა წარადგინა. მისი თქმით, მუნიციპალიტეტების ბიუჯეტის სასარგებლოდ, იცვლება ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების ბიუჯეტებს შორის იმ შემოსულობების განაწილების პროცენტულობა, რომელიც სახელმწიფო მიწის იჯარით გადაცემისას, ასევე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ძირითადი აქტივების ან სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გაყიდვისას მოქმედებს.

„კანონპროექტი გამომდინარეობს დეცენტრალიზაციის სტრატეგიიდან და მთავრობის იმ განაცხადიდან, რომელიც უზრუნველყოფს ზოგადად ადგილობრივი მუნიციპალიტეტების შემოსულობების ზრდას და, მათ შორის, ეტაპობრივი ზრდა განისაზღვრება ამ ტიპის შემოსულობების ზრდით“, – განაცხადა მზია გიორგობიანმა. კომიტეტმა კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განსახილველად გატანას მხარი დაუჭირა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0