საუკეთესო შედეგების მქონე 29 პირი პროკურორისა და გამომძიებლის ვაკანტურ თანამდებობებზე დაინიშნა

06/09/2017

საქართველოს პროკურატურის ორგანოებში ერთწლიანი სტაჟირების გავლის შედეგად, საუკეთესო შედეგების მქონე 29 პირი პროკურორისა და გამომძიებლის ვაკანტურ თანამდებობებზე დაინიშნა. ახალდანიშნულ პროკურორებსა და გამომძიებლებს, დღეს საქართველოს მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე მოადგილეებთან ერთად პირადად შეხვდა. საქართველოს მთავარმა პროკურორმა მონაწილეებს სტაჟირების ეტაპის წარმატებით დასრულება მიულოცა და შემდგომ პროფესიულ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
2016-2017 წლებში საქართველოს პროკურატურის ტერიტორიულ ორგანოებსა და შესაბამის სტრუქტურულ დანაყოფებში სტაჟირება სულ 58-მა პირმა გაიარა, რომლებიც 2016 წელს განხორციელებული 3-ეტაპიანი კონკურსის შედეგად შეირჩნენ. მონაწილეებმა, სტაჟირების პროცესის პრაქტიკული ეტაპის დაწყებამდე, 2-თვიანი ინტენსიური მომზადების კურსი დაასრულეს, რომლის ფარგლებშიც მათ პრაქტიკაში გამოსაყენებელი ცოდნა პროკურატურის სისტემის მენეჯერებმა და პრაქტიკოსებმა გაუზიარეს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0