ფარული ჩანაწერების გავრცელებასთან დაკავშირებით კანონის გამკაცრებაზე საუბარი ნაადრევია. ჯერ გამოძიებაა ჩასატარებელი, ხალხია საპოვნელი და დასასჯელი იმ კანონმდებლობით, რომელიც გვაქვს – მიიჩნევს ლევან ბერძენიშვილი.
“ამის შემდეგ კანონის გმკაცრებაზეც შეიძლება საუბარი. მაგას მხარსაც დავუჭერდი. ახლა კანონის გამკაცრებაზე საუბარი, მგონია პრობლემისგან გაქცევაა. არსებული კანონები საკამრისია იმისთვის, რომ სათანადოდ დაისაჯოს ვინც ეს გააკეთა. ეს არის სისტემური დანაშაული. ეს არის არის ერთი კაცის ან ხუთი კაცის აკვიატება. ეს საქართველოს სახლემწიფოს დღევანდელი მდგომარეობაა, კატასტროფული მდგომარეობა, როდესაც ვიღაცას ჰგონია, რომ ასე შეგვიძლია ვიცხოვროთ და ტერორში ვამყოფოთ ერთმანეთი. ვინ ამზადებდა ხომ ვიცით რა სამსახურები იყო ეს. საბჭოთა კავშირიდან მოყოლებული სახელებით და გვარებით ვიცით ის ორგანიზაცია, რომელიც ამ სიბუნძურით იყვნენ. ერთხელ და სამუდამოდ ბოლო უნდა მოეღოს ამას. შესაძლებელია ამის გამოძიება. ეს კენედის მკვლელობა არ არის,” – განაცხადა ბერძენიშვილმა.