სასწრაფო სამედიცინო დახმარების ხაშურის ცენტრი საქმიანობას ახლად რეაბილიტირებულ შენობაში განაგრძობს

17/10/2016

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ხაშურის ცენტრი საქმიანობას ახლად რეაბილიტირებულ შენობაში განაგრძობს.
ცენტრის პრეზენტაციას სსიპ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრის დირექტორი დავით ტორუა, საქართველოს პარლამენტის წევრი, ხაშურის მაჟორიტარი დეპუტატი ვალერი გელაშვილი და ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგებელი გიორგი გურასპაშვილი დაესწრნენ.
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ხაშურის ცენტრისთვის შენობის რეაბილიტაციის სამუშაოები ხაშურის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით განხორციელდა. ამ მიზნით ფარნავაზის ქუჩაზე, ე.წ. სტატისტიკის შენობის პირველ სართულზე ჩატარდა შიდა რეკონსტრუქციისა და მოსაპირკეთებელი, გარე კეთილმოწყობის, ელექტროსამონტაჟო, შიდა თბოტექნიკური, შიდა და გარე წყალმომარაგებისა და სხვა სარეაბილიტაციო სამუშაოები.
სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ხაშურის ცენტრი აქამდე დაქირავებულ შენობაში ფუნქციონირებდა. სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების შედეგად, ცენტრს სრულფასოვნად მუშაობისთვის ყველა პირობა აქვს შექმნილი. აღსანიშნავია, რომ ცენტრში აქამდე მომუშავე სამ ბრიგადას ერთიც დაემატა – გაიზარდა მედპერსონალის რაოდენობა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0