სასწავლო პროცესი 384 საჯარო სკოლაში შეწყდა

26/01/2016

384 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყდა. განათლების მინისტრის მოადგილე ლია გიგაურის განცხადებით, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციების საფუძველზე, სასწავლო პროცესი ქვეყნის მასშტაბით 180 სკოლაში, მათ შორის თბილისის რამდენიმე საჯარო სკოლაში, შეწყდა.
გარდა ამისა, არსებული ინფორმაციით, ჯამში რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო სასწავლო პროცესი 204 სკოლაშია შეჩერებული.
ჯერჯერობით არ არის დაზუსტებული, გაგრძელდება თუ არა სამი დღის შემდეგ სასწავლო პროცესი. გაცდენილი დღეების ანაზღაურება კი შაბათის ხარჯზე მოხდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0