სასურველია, პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლა რეგლამენტით გათვალისწინებულ ვადებში მოხდეს

27/01/2016

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, სასურველია, რომ პრეზიდენტის გამოსვლა პარლამენტში რეგლამენტით გათვალისწინებულ ვადებში მოხდეს.
როგორც აბაშიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე შესაბამისი კითხვის პასუხად განაცხადა, ამ შემთხვევაში ეს ვადა არის 3 თებერვალი.
“მიმდინარეობს მუშაობა საქართველოს პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლასთან დაკავშირებით. სასურველია, რომ პრეზიდენტის გამოსვლა პარლამენტში მოხდეს რეგლამენტში გათვალისწინებულ ვადებში. ამ შემთხვევაში ეს არის 3 თებერვალი და ამასთან დაკავშირებით პრეზიდენტის ადმინისტრაციას აქვს კომუნიკაცია პარლამენტთან. ეს არის ჩვენი სურვილი, რომ გამოსვლა რეგლამენტით გათვალისწინებულ ვადებში მოხდეს”, – აღნიშნა გიორგი აბაშიშვილმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0