სასოფლო გზების კეთილმოწყობა მიმდინარეობს

27/07/2016

„სოფლის მხარდაჭერის“ პროგრამის ფარგლებში სასოფლო გზების კეთილმოწყობა მიმდინარეობს. დღეს სოფელ კვირიკეში შიდა სასოფლო გზების პრობლემატურ მონაკვეთებზე ბეტონის საფარის მოწყობითი სამუშაოების მიმდინარეობა მუნიციპალიტეტის გამგებელმა სულხან ევგენიძემ დაათვალიერა. მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში კვირიკეში ბეტონის საფარი 42 მიმართულებით 5 690 კვ.მ-ზე მოეწყობა. სამუშაოებს კომპანია „ჯ-ლაინი“ ახორციელებს.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამით კვირიკეს ადმინისტრაციული ერთეულისთვის 117 629 ლარია გათვალისწინებული.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0