პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი, უზენაესი სასამართლო, იუსტიციის უმაღლესი საბჭო და იუსტიციის სამინისტრო აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს პროექტის „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (PROLoG) მხარდაჭერით, მორიგ სამუშაო შეხვედრას მართავენ ქობულეთში. შეხვედრის მიზანი სასამართლო რეფორმის გაგრძელებაა.
ორდღიანი სამუშაო შეხვედრის მთავარი განსახილველი საკითხებია:
სასამართლოში საქმეთა ნაკადის მართვა, საკანონმდებლო ხარვეზები, გამოწვევები და მათი გადაწყვეტის გზები;
დისციპლინური გადაცდომის საფუძვლები და დისციპლინური სამართალწარმოება, საკანონმდებლო ხარვეზები, გამოწვევები და მათი გადაწყვეტის გზები;
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობის წესები, საკანონმდებლო ხარვეზები, გამოწვევები და მათი გადაწყვეტის გზები.
სასამართლო რეფორმის გაგრძელებას ორდღიანი სამუშაო შეხვედრა ეძღვნება
22/08/2017