სასამართლომ ოჯახის წევრის მიმართ მუქარაში ბრალდებულს 10 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

08/06/2016

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და მ. მ. დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11′-151-ე მუხლით (მუქარა ოჯახის წევრის მიმართ).
სასამართლოში ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურდა, რომ 2016 წლის 19 აპრილს მ. მ. მივიდა ყოფილ მეუღლის – ნ. მ.-ს საცხოვრებელ ბინაში, რომელთან ერთადაც დაახლოებით 20 წლის განმავლობაში იმყოფებოდა ქორწინებაში და ეჭვიანობის ნიადაგზე, დანის გამოყენებით დაემუქრა ჯანმრთელობის დაზიანებითა და სიცოცხლის მოსპობით.
სასამართლომ მ. მ.-ს ჩადენილი დანაშაულისთვის სასჯელის სახედ და ზომად განუსაზღვრა 10 თვით თავისუფლების აღკვეთა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0