სასამართლომ ბრალდებულ ვ.ხოზრევანიძეს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

09/09/2016

ხელვაჩაურის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ვაჟა ხოზრევანიძე დამნაშავედ სცნო ყოფილი მეუღლის განზრახ მკვლელობის მცდელობაში სისხლის სამართლის კოდექსის 111-19-108-ე მუხლით.
სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2016 წლის 31 მარტს, დაახლოებით 08:00 საათზე, ქ. ბათუმში მდებარე საცხოვრებელ სახლში ვაჟა ხოზრევანიძეს ყოფილ მეუღლეთან მ.ფ-სთან საყოფაცხოვრებო ნიადაგზე ურთიერთშელაპარაკება მოუვიდა, რა დროსაც ვაჟა ხოზრევანიძემ მოკვლის მიზნით, ნაჯახით მ. ფ.-ს თავის, ზურგისა და ხელის არეში სიცოცხლისთვის სახიფათო მრავლობითი ჭრილობები მიაყენა. ვაჟა ხოზრევანიძემ განზრახვის სისრულეში მოყვანა ვერ შეძლო, რადგან ფაქტის შემსწრე პირებმა მას წინააღმდეგობა გაუწიეს.
სამართალდამცველებმა ვაჟა ხოზრევანიძე იმავე დღეს შემთხვევის ადგილზე დააკავეს.
ხელვაჩაურის რაიონულმა პროკურატურამ მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-19-108-ე მუხლით წარუდგინა.
ხელვაჩაურის რაიონულმა სასამართლომ ვაჟა ხოზრევანიძე სრულად სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად განუსაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 წლის ვადით.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0