თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და გიორგი ქველაძე დამნაშავედ სცნო განზრახ მკვლელობის ჩადენაში საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით.
სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2016 წლის 14 თებერვალს, დაახლოებით 11:30 საათზე, ქ.თბილისში, ნუცუბიძის ქუჩა N26ა კორპუსის ეზოში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, გიორგი ქველაძემ განზრახ მოკვლის მიზნით, ირაკლი ღლონტს დანით გულმკერდის არეში მიაყენა ჭრილობა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ირაკლი ღლონტი მიღებული ჭრილობის შედეგად საავადმყოფოში გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა გიორგი ქველაძე იმავე დღეს, ქ. თბილისში, დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ გიორგი ქველაძე სრულად სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 12 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
აღსანიშნავია, რომ გიორგი ქველაძე წარსულში გასამართლებულია ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით.
სასამართლომ ბრალდებულ გ. ქველაძეს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
04/11/2016