სარეკომენდაციო საბჭომ ოპერისა და ბალეტის სამხატვრო ხელმძღვანელად ბადრი მაისურაძე აირჩია

27/10/2016

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის „ ქ თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრის“ სამხატვრო ხელმძღვანელის კანდიდატის კონკურსის წესით შესარჩევმა დროებითმა სარეკომენდაციო საბჭომ თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის პოსტზე ბადრი მაისურაძე აირჩია.
შერჩეული კანდიდატი მინისტრის ბრძანების საფუძველზე უნდა დაინიშნოს.
27 ოქტომბერს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში ჩატარებულ სხდომაზე ფარული კენჭისყრის შედეგად საბჭოს 10 წევრიდან 7-მა მხარი ბადრი მაისურაძეს დაუჭირა, 2 ხმა მიიღო ბადრი ბაგრატიონ გრუზინსკიმ. საბჭოს ერთმა წევრმა ხმის მიცემისგან თავი შეიკავა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0