სარა შოლცმა ორწლიანი მოხალისეობრივი საქმიანობა შეაფასა

16/06/2016

ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრში მშვიდობის კორპუსის ამერიკელი მოხალისის, სარა შოლცის, ორწლიანი მოხალისეობრივი საქმიანობის დასრულებასთან დაკავშირებით დასკვნითი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე ამერიკელმა მოხალისემ 2 წლის განმავლობაში საქართველოსა და ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრში გაწეული საქმიანობის პრეზენტაცია გამართა.
ღონისძიებას ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებელი ნადიმ ვარშანიძე და საკრებულოს წევრი როსტომ ფაღავა ესწრებოდა. ნადიმ ვარშანიძემ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ახალგაზრდული სფეროს განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის სარა შოლცი მადლობის სიგელით დააჯილდოვა.
დღესვე ფოტო გამოფენა სახელწოდებით: ,,სარას თვალით დანახული საქართველო“ გაიმართა, რომელზეც ასახული იყო მოხალისის მიერ გადაღებული საქართველოს ღირსშესანიშნავი ადგილები, ის აქტივობები და ღონისძიებები, რომელიც სარა შოლცმა განახორციელა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში.
შეხვედრას ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრის წევრები, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის თანამშრომლები და სარა შოლცის მასპინძელი ოჯახი ესწრებოდა.
ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრი მადლობას უხდის თანამშრომლობისთვის მშვიდობის კორპუსის საქართველოს წარმომადგენლობას და სარა შოლცს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0