საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა კენჭი უყარა პარლამენტის 49 წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს

28/01/2021

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა დღეს განიხილა და კენჭი უყარა საქართველოს პარლამენტის 49 წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს. საკუთარი განცხადებების საფუძველზე პარლამენტმა უფლებამოსილება შეუწყვიტა პარლამენტის წევრებს: თეონა აქუბარდიას, არმაზ ახვლედიანს, დავით ბაქრაძეს, ლევან ბეჟაშვილს, თინათინ ბოკუჩავას, გიორგი ბოტკოველს, გიორგი გოდაბრელიძეს, რომან გოცირიძეს, ხატია დეკანოიძეს, ლევან ვარშალომიძეს, გიორგი ვაშაძეს, გრიგოლ ვაშაძეს, აბდულა ისმაილოვს, მანუჩარ კვირკველიას, ვახტანგ კიკაბიძეს, დავით კირკიტაძეს, თამარ კორძაიას, ნონა მამულაშვილს, პაატა მანჯგალაძეს, ნიკა მაჭუტაძეს, ნიკანორ მელიას, აკაკი მინაშვილს, ტარიელ ნაკაიძეს, კობა ნაყოფიას, ანა ნაცვლიშვილს, რამაზ ნიკოლაიშვილს, კახაბერ ოქრიაშვილს, სალომე სამადაშვილს, ხათუნა სამნიძეს, გუბაზ სანიკიძეს, ზაალ უდუმაშვილს, დავით უსუფაშვილს, ბაჩუკი ქარდავას, შალვა შავგულიძეს, თამარ ჩარკვიანს, ემზარ ჩოჩელს, ნატო ჩხეიძეს, როსტომ ჩხეიძეს, ანა წითლიძეს, დევი ჭანკოტაძეს, დილარ ხაბულიანს, მამუკა ხაზარაძეს, დავით ხაჯიშვილს, ეკატერინე ხერხეულიძეს, ელენე ხოშტარიას, თეიმურაზ ჯანაშიას, ბადრი ჯაფარიძეს, ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს. კომიტეტის აპარატის მიერ შესაბამისი პროცედურების ჩატარების შედეგად, დადგინდა განმცხადებლების ნება, შემოწმდა განცხადებების ნამდვილობა. აქედან გამომდინარე, კომიტეტმა სათითაოდ უყარა კენჭი და მხარი დაუჭირა თითოეული განმცხადებლის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს. ამის შემდეგ საკითხი პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე გავა განსახილველად.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0